გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში


გენდერული თემების გაშუქების საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ ქართული მედია სივრცისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ" და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი" განსაზღვრავს ნორმებს, რომლებიც გენდერული საკითხების გაშუქებას ეხება, თემაზე მუშაობისას ჟურნალისტების მიერ გენდერული საკითხების არასწორად გაშუქების ფაქტები მაინც გვხვდება. ხშირია გენდერული სტერეოტიპებით აზროვნება, სექსისტური ენა, ისეთი გამონათქვამი და შედარება, რომელიც აკნინებს და შეურაცხყოფს ქალებს და ლახავს მათ ღირსებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის გამართლებაა.


გენდერული საკითხების გაშუქებისას დარღვევები გვხვდება ბეჭდურ მედიაშიც.
ამ მხრივ, აღსანიშნავია გაზეთები „ალია" და „კვირის ქრონიკა", რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ძირითადად რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ტირაჟირებენ. გაზეთები წყაროდ ისეთ ტაბლოიდურ ონლაინ გამოცემებს იყენებენ, რომლებიც მკითხველისთვის ძირითადად გასართობი, "ყვითელი" ამბების მიწოდებით არიან დაკავებული.
„ალიას" 2017 წლის 6-12 თებერვლის ნომერში ვკითხულობთ:
„მისი განმარტებით [ირანელი სასულიერო ლიდერს აიათოლა კეზეს გულისხმობს], თუკი მიწისძვრა მოხდება და ამის დიდი ალბათობა არსებობს კიდეც, ყველაფერში დამნაშავე სუსტი სქესი იქნება, რადგან ქალები მუდმივად იმას ცდილობენ, მამაკაცებს თავი მოაწონონ, შეაცდინონ და ხორციელი ტკბობა განიცადონ".
წყარო: რუსული ტაბლოიდური ონლაინ გამოცემება Mainfun.ru

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით გენდერული სტერეოტიპების შემცველი მასალები, ძირითადად სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგებსა თუ „მეცნიერების დასკვნებზეა" მომზადებული, რომელთა წყაროებიც, დაუზუსტებელი და არაიდენტიფიცირებულია.






„ალიას" იგივე ნომერში etotupo.ru-ს მასალაც გვხვდება:
"როგორც ჩანს, იმდენად მყარად აქვთ მამაკაცებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება კენიელ ფემინისტებს გამჯდარი, რომ იმასაც კი ამტკიცებენ, მაიმუნები მხოლოდ სუსტ სქესს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ძლიერ სქესს კი ეთამაშებიანო."
ოჯახური ძალადობის საკითხების გაშუქებისას, "კვირის ქრონიკაში" ვხვდებით მასალებს, რომლებშიც გამოცემა ძალადობის გამართლებას სწორედ გენდერული ნიშნით ცდილობს. საკითხი ისეა განხილული, თითქოს მოძალადეს, მსხვერპლი უკეთებს პროვოცირებას მასზე თავდასასხმელად.

კვირის ქრონიკა, 12-18 იანვარი, 2015 წ.
"ავტორი წიგნისა „ქალი ისლამში" მუჰამედ ქამალ მუსტაფა მიიჩნევს, რომ ქალის ცემა უნდა მოხდეს ისე, რომ პირველ რიგში მან სულიერი ტანჯვა განიცადოს და არა ფიზიკური. წიგნში მოყვანილია პრაქტიკული რეკომენდაციებიც. კერძოდ, „დარტყმის მიყენება უნდა მოხდეს სხეულის მგრძნობიარე ნაწილებში - მუცელში, მკერდში, სახეში და ასე შემდეგ"... კიდევ ერთი ავტორი „თანასქელებს" არიგებს, რომ ცოლის გალახვაში მთავარია, თავად მამაკაცმა არ მიიღოს ზიანი."

აღნიშნულ მასალაში საუბარია ყურანიდან მეოთხე თავის 34 მუხლზე, რომელიც ყურანში ქალის როლს ეხება.


ინტერვიუ: რუსუდან გოცირიძე
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
გენდერული თანასწორობა რომ ქართული ჟურნალისტიკის გამოწვევაა, ამაზე კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მედიაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები კი ამ გამოწვევას როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით ვერ პასუხობს.





ლალიტა ალექსანდრია
ავტორი
პროექტი შექმნილია "მითების დეტექტორის ლაბორატორიის" და "დოიჩე ველე აკადემიის" საკვირაო სკოლის მედიაწიგნიერების კურსის ფარგლებში.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website